BOOK
4700 GEL$

THAILAND

 მოგზაურობის პერიოდია 25 იანვარი - 4 თებერვალი (10დღე/9ღამე) ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ბანგკოკში, ფი ფის კუნძულებზე და კრაბიზე.
 
25 იანვარი - დილის 9:15 -ზე თბილისის აეროპორტიდან გავფრინდებით ბანკოკში, ტაილანდის დედაქალაქში. ფრენა არის პირდაპირი. ადგილობრივი დროით საღამოს უკვე ვიქნებით ბანგკოკში. დავბინავდებით სასტუმროში და დავისვენებთ.
 
26 იანვარი - ნახევარდღიანი ტურის ფარგლებში ვნახავთ რკინიგზის და მცურავ ბაზრებს. დავბრუნდებით სასტუმროში. გავალთ ბანგკოკის ყველაზე ხალხმრავალ და საინტერესო ქუჩებზე, რომლებიც სავსეა რესტორნებით, ბარებით, ქუჩის საკვებით. მოგვიანებით, სურვილისამებრ წავალთ წითელი ლამპიონების ქუჩაზე.
 
27 იანვარი - სურვილისამებრ, ვნახავთ საინტერესო ტაძრებს, რომლებიც მრავლადაა ბანგკოკში. გვექნება თავისუფალი დღე. საღამოს კი, სურვილისამებრ, წავალთ ერთ-ერთ ღია ბარში, რომელიც ცათამბრჯენის ბოლო სართულზე მდებარეობს და აქედან ულამაზესი ხედები იშლება ბანკოკზე.
 
28 იანვარი - ტრანსფერი აეროპორტში. შიდა ფრენით გადავფრინდებით კრაბიზე (საათნახევრიანი ფრენა) და შემდეგ გემით გადავალთ ულამაზეს ფი ფის კუნძულებზე, რომელიც მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია მთელს ტაილანდში. ეს არის დასვენების, სანახაობის და გართობის იდეალური კომბინაცია. დავბინავდებით სასტუმროში, გვექნება თავისუფალი საღამო.
 
29 იანვარი - ერთდღიანი ტურის ფარგლებში გადავალთ სხვადასხვა კუნძულებზე, მოვინახულებთ ულამაზეს სანაპიროებს და ლაგუნებს, მაიმუნებს, გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ წყალქვეშა სამყაროს. ოკეანიდან ვუყურებთ მზის ჩასვლას. დავბრუნდებით ფი ფიზე და საღამოს ვნახავთ ცეცხლის შოუს, გავერთობით და კარგ დროს გავატარებთ.
 
30 იანვარი - თავისუფალი დილა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აუზისთვის, სანაპიროსთვის, კუნძულის უკეთ დასათვალიერებლად, საშოპინგოდ. დაახლოებით შუადღეზე გემით გადავალთ კრაბიზე, დავბინავდებით სასტუმროში და გვექნება თავისუფალი დრო
 
31 იანვარი - სურვილისამებრ გავაკეთებთ 4 კუნძულის ერთდღიან ტურს. საღამოს შევძლებთ კრაბის უკეთ დათვალიერებას, გართობას
 
1 თებერვალი - განტვირთვის დღე
 
2 თებერვალი - სურვილისამებრ გავაკეთებთ ჯუნგლების ტურს, რის ფარგლებშიც შეგვიძლია ვნახოთ სპილოები, გამოვცადოთ კვადროციკლები, ავიდეთ ერთ ძალიან საინტერესო ტაძარში.
 
3 თებერვალი - ნახევარი დღე გვექნება განტვირთვისთვის; დღის მეორე ნახევარში კი გავემართებით კრაბის აეროპორტში; ფრენა კრაბი-ბანგკოკი
 
4 თებერვალი - მალევე, იმავე აეროპორტიდან პირდაპირი ფრენით დავბრუნდებით თბილისში, დატვირთული ემოციებით, რომლებიც ძალიან დიდხანს გაგვყვება.
 
ტურის ჯამური ღირებულებაა 4750 ლარი ღირებულებაში შედის
✅ ყველა ავიაბილეთი
✅ სავიზო მოსაკრებელი
✅ სასტუმროები დილის საუზმით
✅ შიდა ტრანსფერები
✅ ტური ბანგკოკში (რკინიგზის და მცურავი ბაზრები)
✅ ტური ფი ფიდან (კუნძულები, ლაგუნები, სნორქლინგი, ა.შ.)
 
ღირებულებაში არ შედის: ❌ კვება (დილის საუზმის გარდა) ❌ პირადი ხარჯები ❌ დამატებითი ტურები კრაბიზე იჩქარეთ, რადგან ადგილები შეზღუდულია
 
 
 


JORDAN TOUR

JORDAN TOUR


close


Adult

Children